The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინი ნასიძე

ნინი ნასიძე
ოფიციალური სახელი:ნინო ნასიძე
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1989  (35 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტი 2010 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (2015), კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (2017).

სამაგისტრო თემა - "აუთსორსინგის შესაძლებლობები საქართველოში". აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კლიენტების მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით; 2011-2015წწ. ხელმძღვანელობდა გერმანული კომპანიის ბექ ოფისის ჯგუფს თბილისში, აქტიურად იყო ჩართული კომპანიის ბიზნეს პროცესების აღწერასა და ოპტიმიზაციაში და მონაწილეობას იღებდა ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის პროცესში; პროფესიული საქმიანობა განაგრძო ამავე კომპანიის გერმანიის ცენტრალურ ოფისში; ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. კიოლნში (გერმანია). არის თანაავტორი წიგნისა: "საქართველოს ღირებულებები : ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში=Werte Georgiens : Expedition in eine aufstrebende Wirtschaft=Values of Georgia: Expedition to an Emerging to an Emerging Economy". წიგნი სამენოვანია (ქართულ-ინგლისურ-გერმანული).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: