შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1988წწ. იყო ენერგეტიკის ინსტიტუტის ინჟინერი; 1982 წლიდან აქვეყნებს პუბლიკაციებს ქართულ და ინგლისურ პერიოდიკაში; 1988-1997წწ. ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინატორი; 1992-1998წწ. გაზეთ "7 დღის" ჟურნალისტი; 1998 წელს "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1999-2000წწ. გაზეთ "ეკო დაიჯესტის" რედაქტორი. 2004 წელს გაზეთ "24 საათის" რედაქტორი; 2005 წლიდან ჟურნალ "ამარტას" კონსულტანტი; რადიო თავისუფლების ბლოგერი; არის თანაავტორი კრებულისა "კონტრკულტურა საქართველოში" (2002); მთარგმნელი წიგნებისა: "ინგლისის ვარდები" და "ჟურნალისტიკის ელემენტები" (2004; 2006). არის კულტურისა და ჟურნალისტიკის სფეროში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.315 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |