The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ენუქიძე

გურამ ენუქიძე
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2011  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

აქტიურად ჩაება ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში. იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; თბილისის პირველი მაისის, შემდეგ - კალინინის რაიონული კომიტეტის მდივანი; მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად; საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, სადაც 1977 წლამდე მუშაობდა; წლების განმავლობაში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; 1988-1990წწ. საქართველოს განათლების მინისტრი.

წყარო: ქართული პრესის ელექტრონული გაზეთების არქივი: opentext.org.geსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mes.gov.ge


გააზიარე: