The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია ანდღულაძე

ლია ანდღულაძე
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 2010  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1955-1957წწ. თბილისის საშუალო სკოლების მასწავლებელი; 1958 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 2003-2005წწ. რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). არის 7 წიგნის, 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 250-ზე მეტი საგაზეთო წერილის ავტორი. ძირითადი თემატიკა: რუსთველოლოგია, ძველი და ახალი ქართული ლიტერატურა, განათლება, ისტორია, ხელოვნება, ეროვნული მოძრაობა, მოღვაწენი, მოგონებები. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mes.gov.ge; კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ცენტრი: manuscript.ge;24blog.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 67

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო", წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: