The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ცაავა

გიორგი ცაავა
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1961 წელს; მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ტექნიკოსად, ინჟინერ-დამპროექტებლად; იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობის, ტრანსპორტისა და მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1979 წლიდან მუშაობდა საბანკო სისტემაში; იყო საქართველოს "მშენბანკის" (შემდგომ "მრეწმშენბანკი", "ინდუსტრიაბანკი") აფხაზეთის რეგიონული ფილიალის მთავარი ინჟინერი, მმართველი; ძირითადი პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1975 წლიდან იყო სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის პედაგოგი; 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; მიწვეული იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში პედაგოგად; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დოცენტი (1990).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.659

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, წევრი (2001-)

გააზიარე: