შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". შექმნა კოსტუმების ესკიზები ფილმებისთვის: "სამი სასიძო" (რ. ჭარხალაშვილი, 1977), "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (რ. ჩხეიძე, 1980), "გზა შინისკენ" (ა. რეხვიაშვილი, 1981), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986, "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986) და სხვ. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ლილეო" (მ. ჭიაურელი უმც. 1975), "მიახლოება" (ნ. ნიკოლაძესთან ერთად/ა. რეხვიაშვილი, 1989). 1989 წლიდან ცხოვრობს ჰოლანდიაში, მონაწილეობს გამოფენებში. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 198; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge.; youtube.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |