The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ცაგარელი

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1925  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემოჭალა, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1948 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტში, თბილისის სამშენებლო უბნის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1964 წლიდან გადაყვანილ იქნა რკინიგზის თბილისის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სამოქალაქო ნაშენების განყოფილების უფროსად, თბილისის რკინიგზის განყოფილების უფროსის მოადგილედ არქიტექტურისა და საწარმოო ესთეთიკის დარგში; 1975 წელს დაწინაურებული იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, სადაც კურირებას უწევდა რკინიგზის ობიექტების დაგეგმარებისა და განაშენიანების სამსახურს; 1978 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სამმართველოში სამოქალაქო ნაშენების სამსახურის უფროსის მოადგილედ,შემდგომში ადმინისტრაციულ=სამეურნეო განყოფილების უფროსად; 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ნახევარსაუკუნოვანი შრომითი მოღვაწეობის შედეგად, მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა ათობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმის ქუჩაზე, აგრეთვე საწარმოო ობიექტები სალოკომოტივო და სავაგონო დეპოებისთვის თბილისის სამგზავრო და საკვანძო სადგურებში; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, საქართველოს პრეზიდენტის მადლობით (04.X.2000 წლის ბრძანებულებით), წარჩინებული მშენებელის წოდებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.660; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.255

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო რკინიგზელი

გააზიარე: