The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიზო ცაგურია

გიზო ცაგურია
Legal name:თენგიზ ცაგურია
Date of birth:1 May, 1942  (82 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს.

1970-1978წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") სეისმომედეგი მშენებლობის ლაბორატორიის უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის განყოფილების უფროსი, N7 სამშენებლო სამმართველოსა და ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1990-1992წწ. მუშაობდა ასოციაცია "ხეთას"გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ; 1993 წლიდან საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტში მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტელესაკომუნიკაციო სისტემების განყოფილების გამგედ; 1996-2008წწ. შპს "N13 ტრესტისა და კომპანიის" საინჟინრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად; 2005-2010წწ. შპს "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" მშენებლობის მენეჯერად; 2010 წლიდან შპს "დექსუსის" მთავარი სპეციალისტია; მონაწილეობდა თბილისის სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტული და ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.660-661


Share: