The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ცანავა

გიორგი ცანავა
Date of birth:28 March, 1917
Date of death:1993  (at 75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1954წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სოხუმის დისტანციის "სამტრედია-ტუაფსეს" მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში რკინიგზის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარედ; 1954-1961წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1961-1978წწ. აფხაზეთის ასსრ სახალხო კონტროლის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, სასტუმროების, თეატრების მშენებლობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ორდენები და მედლები; 1993 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.661

Awards and Honors

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: