შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945-1955წწ. მუშაობდა მოლდოვეთში რკინიგზის მშენებლობაზე; 1955-1964წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტ N3 სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1964-1972წწ. ქ. სოხუმის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს უფორსად, სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1973-1976წწ. პროფკავშირების სამკურნალო და დასასვენებელი ობიექტების მშენებლობის დირექტორად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.663
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |