Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩუბინიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს და სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები მოსკოვში 1978 წელს. მისი სცენარებით გადაღებულია: "ფრესკა" (ო. გვასალია, 1971), "მატჩის დირიჟორი" (ჯ. ებრალიძე, 1980), "ქალბატონ მარიამის უკანასკნელი მოგზაურობა" (ს. ჩხაიძე, 1991), დაუმთავრებელი მხატვრული ფილმები: "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "მამა, შვილი და ნიავი" (გ. ჭყონია, 1988), "აპრილის სუსხი" (თ. ბზიავა, 2009), ანიმაციური ფილმი "მოლოდინი" (დ. თაყაიშვილი, 1990); როგორც რეჟისორმა 1997-1999წწ. გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების სერია: "დანაკარგები" (იტალიელი პოეტი და კინოდრამატურგი ტონინო გუერა), "წონასწორობა" (კინოდრამატურგი და თოჯინების საავტორო თეატრის ხელმძღვანელი რეზო გაბრიაძე), "მემკვიდრეობა" (ბალერინა ნინო ანანიაშვილი), სათამაშო სივრეცე" (სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი). დოკუმენტური ფილმები: "თბილისში გავისეირნოთ" (2002), "მარიამ!" (2002), "ჩემი ბიძა-პეტრე ოცხელი"(2003), "მუსიკალური მომენტი" (პიანისტი ელისო ვირსალაძე), "პროფესია ბალეტმეისტერი" (ქორეოგრაფი გოგი ალექსიძე), "მე ვარ მხატვარი" (მხატვარი ედმუნდ კალანდაძე), "შეხება" (მოქანდაკე გია ჯაფარიძე, ოთხივე -2005), "თიბათვე" (2006); როგორც მსახიობმა მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "მწერვალი" (მ. კიკაჩეიშვილი, 1976) და "მამა, შვილი და ნიავი". მონაწილეობს ფილმებში: "ექვსი თოვლიანი დღე" (ი. კვაჭაძე, 1986), "დღესასწაული" (ბ. ოდიშარია, 1988). წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 199
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |