The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ცენტერაძე

იური ცენტერაძე
დაბადების თარიღი:1930  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენში" უბნის უფროსად, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, "ენგურჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1973 წლიდან სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობით შენდებოდა ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემები, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა, "ლაჯანურჰესი", "ენგურჰესი"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.664-665

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: