The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ჩაჩანიძე

გულნარა ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1996  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1942 წლებში მან შრომითი საქმიანობა დაიწყო კიროვაკანის (სომხეთი) ქიმიურ კომბინატში ცვლის ინჟინრად. 1945-1949 წლებში იგი იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1949-1952 წლებში დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების მდივანი, 1952-1953 წლებში  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასისტენტი, 1953-1956 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1959-1960 წლებში უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1960-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1972-1989 წლებში ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1989 წლიდან გარდაცვალებამდე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.- გვ.11

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

გააზიარე: