The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ცენტერაძე

მიხეილ ცენტერაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1984  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის ინდუსტრიული ტექნიკუმის მექანიკის ფაკულტეტი 1932 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს.

1939-1941წწ. მუშაობდა ტექნიკოსად მოსკოვის მეჟინსკის სახელობის N39 და კალინინის სახელობის ქარხნებში; იყო საპროექტო ორგანიზაცია ტრესტ "თბილქალაქპროექტისა" და 1946-1958წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორი, განყოფილების უფროსი; 1958-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საჭოს სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის სამშენებლო ინდუსტრიის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1959-1961წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტის" მთავარ კონსტრუქტორად; 1961-1978წწ. საპროექტო ინსტიტუტების "საქქალაქმშენსახპროექტისა" და "საქსახსპორტპროექტის" მთავარ ინჟინრად; 1978-1984წწ. მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში; მისი ინიციატივითა და მონაწილეობით, საპროექტო და პრაქტიკულ სამშენებლო საქმიანობის სფეროში დაინერგა არაერთი ტექნიკური სიახლე, მათ შორის მრავალსართულიანი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებისა და საცხოვრებელი სახლების (10-14-16-სართულიანი) რკინაბეტონის ანაკრები კარკასული, სეისმომედეგი კონსტრუქციები; საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" პირველმა დანერგა მრავალსართულიანი შენობების ჩარჩოსებრი კონსტრუქციების ელექტრომანქანური მეთოდით გაანგარიშების პროგრამები; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ ობიექტებს შორისაა: 1100-ადგილიანი რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი მაღლივი კომპლექსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალი კომპლექსები (საბურთალოზე), დასასვენებელი სახლები და სანატორიუმები აფხაზეთსა და აჭარაში; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; მიღებული ჰქონდა საბრძოლო და სხვა სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.665

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: