შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ცენტერაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს. მუშაობდა განაწილებით, სტალინგრადის საოლქო N2 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე; 1955 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1963 წელს დაინიშნა ოზურგეთის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1970 წელს გადაიყვანეს N13 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1973 წელს დაინიშნა კოლონის უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა: სკოლები - ანასეულში, N4 საშუალო სკოლა სოფ. შემოქმედში, ლიხაურში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში; სამი საბავშვო ბაღი ოზურგეთში, ანასეულის საკვლევი ინსტიტუტის ჩაის ფაბრიკა, ადმინისტრაციული სახლები ოზურგეთში, ურეკსა და ლაითურში, კავშირგაბმულობის სახლი, მაღაროთა სამმართველო, ქიმიური ქარხანა, დოსააფის, სასამართლოს შენობა, სასტუმრო, კლუბი ანასეულში, ცენტრალური საავადმყოფო ურეკში; 1999 წლიდან სამშენებლო ტრესტ "კულტმშენებელის" მთავარი ინჟინერი იყო; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.665-666
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |