The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ცერცვაძე

ვაჟა ცერცვაძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა სოფელი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა იმავე ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში; მონაწილეობდა თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს, ლუდის ქარხნის, მრავალი საცხოვრებელი სახლისა და სამრეწველო ობიექტის მშენებლობაში, საჩხერეში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენით სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფო ჯიდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.666; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

გააზიარე: