შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კადრების სამმართველოში უფროს ინჟინრად, იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში", სადაც გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური მშენებელი ოსტატიდან ტრესტის მთავარ ინჟინრამდე; არის სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა შემდეგი ობიექტები" სამკერვალო ფაბრიკა (გლდანში), სასოფლო-სამთო მანქანების ქარხანა, თბილისის ქარხანა "ცენტროლიტი" (რეკონსტრუქცია), თბილისის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლა, კრწანისის საცხოვრებელი სახლი, "ბავშვთა სოფელი" (ნუცუბიძის პლატოზე), მინისტრთა კაბინეტის ავტობაზა (კრწანისში) და სხვა; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.666
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |