შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ "ტრანსპროექტში" საგზაო განყოფილების უფროსი ტექნიკოსის, ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, საკვლევაძიებო პარტიის უფროსის, პროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე; საგზაო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; დიდი წვლილი შეიტანა "ტრანსპროექტის" მიერ საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმის განვითარებაში; მისი უშუალო მონაწილეობით დაპროექტებულია მრავალი საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები საქართველოში: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" მონაკვეთის 58 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, "თბილისი-რუსთავის" მაგისტრალური გზის მშენებლობა, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, აჭარის შემოვლითი გზების განვითარების პროექტის ფარგლებში ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისა და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, "სენაკი-ფოთი-სარფი" (თურქეთის საზღვარი) მაგისტრალური გზის 89-96 კმ-ებზე მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობა, "ვაზიანი-გომბორი-თელავის" საავტომობილო გზის 1-66 კმ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა მრავალი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.666-667; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |