The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ჯალიაშვილი

ვასილ ჯალიაშვილი
Date of birth:1912
Date of death:2000  (at 88 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფანია, სიღნაღის რაიონი. 

დაამთავრა ამიერკავკასიის გეოლოგიურ-საძიებო ტექნიკუმი მატერიალურ საბადოთა ძიების ტექნიკოს-გეოლოგ მაძიებლის სპეციალობით 1935 წელს.

1947 წელს მოსკოვის ს. ორჯონიკიძის სახელობის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით. 1935-1037 წლებში მუშაობდა "სოიუზმიშიაკის" სვანეთის გეოლოგიურ პარტიაში ტექნიკოს-გეოლოგად, 1937-1040 წლებში შორეულ აღმოსავლეთში სკოვოროდინის (ჩიტის ოლქი) ჰიდროგეოლოგიურ პარტიაში, 1941 წელს - მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტის ბაქოს ექსპედიციის სამუშაოთა მწარმოებლად, 1947-1949 წლებში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახტალის ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის სამუშაოთა მწარმოებლად, 1950-1952 წლებში - ამავე ინსტიტუტის ჯავის ჰიდროლოგიური ექსპედიციის უფროსად, 1954-1955 წლებში - საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ინჟინერ-გეოლოგად, ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის გამგედ, 1955 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ჰიდროლოგიური განყოფილების გამგედ, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე - ჰიდრომინერალური რესურსების შემსწავლელი დარგის ხელმძღვანელად. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.17; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.280

Awards and Honors

  • 1999 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)

Share: