Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ კინწურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1951-1953 წლებში მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად, 1953-1962 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1962-1980 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1970 წლიდან გარდაცვალბამდე - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული პროექტების კათედრის დოცენტი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგედ; ავტორია გეგმარებითი პროექტების, გამოფენებისა და სხვა. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.18; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 157; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 60 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |