Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კერვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ორგანული სინთეზის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა რუსთავის საწარმოო გაერთიანება "აზოტში" სხვადასხვა თანამდებობაზე, ჯერ ცვლის უფროსად, შემდეგ საამქროს ტექნოლოგად, საამქროს უფროსად, ქარხნის მთავარ ინჟინრად, გენერალურ დირექტორად. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1996 წლიდან - შპს "რიცეულაჰესის" დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული ქიმიკოსი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს სიგელი "აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო დირექტორის ოქროს მედალით". წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.24; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 630 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |