The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი
Legal name:ივანე მერაბიშვილი
Date of birth:15 April, 1968  (57 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით - გამოყენებითი გეოდეზია 1992 წელს. 

1992-1995წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2002-2004წწ. საქართველოს პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი; 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების მინისტრი (2004). 2004-2012წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2012 წლის ნოემბრიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი.  

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.330; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი: gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 252; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: unm.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)

Awards and Honors

  • 2012 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

Share: