შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1942-1945წწ. მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის მთავარ ინჟინრად და ფრონტს საბრძოლო ტექნიკით ამარაგებდა; ომის შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტექნიკუმს; 1965 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს საშუალო და უმაღლესი განათლების სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო სამშენებლო წარმოების მექანიზაციის, ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრის დოცენტი და კათედრის გამგის მოადგილე; წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მეთოდური საბჭოს სამუშაო ჯგუფსა და სადიპლომო ნაშრომების დაცვის სახელმწიფო კომისიაში, რომელიც ახორციელებდა სამშენებლო დარგის სპეციალისტებით უზრუნველყოფას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.670 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |