Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1942-1945წწ. მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის მთავარ ინჟინრად და ფრონტს საბრძოლო ტექნიკით ამარაგებდა; ომის შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტექნიკუმს; 1965 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს საშუალო და უმაღლესი განათლების სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო სამშენებლო წარმოების მექანიზაციის, ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრის დოცენტი და კათედრის გამგის მოადგილე; წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მეთოდური საბჭოს სამუშაო ჯგუფსა და სადიპლომო ნაშრომების დაცვის სახელმწიფო კომისიაში, რომელიც ახორციელებდა სამშენებლო დარგის სპეციალისტებით უზრუნველყოფას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.670 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |