Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა სამშენებლო ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1940 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1941-1947წწ. მუშაობდა თბილისის N31 საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N4 და N11 სამშენებლო სამმართველოების უფროსად; იყო სამშენებლო ტრესტ "საქკოპმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1947 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N3 სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა თბილისის საავიაციო ქარხნის, ბართაშვილის ხიდის, მტკვრის სანაპიროს, ზოოვეტერინარური ინსტიტუტის (ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე), ისტორიული ძეგლების, შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის (რეკონსტრუქცია), საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საცხოვრებელი მიკრორაიონების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.670 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |