შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა ცირეკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საწირე, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, ამავე ტრესტის N3 სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1981წწ. ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1981-1984წწ. იყო იმავე ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მოტობლოკების, ელექტრომექანიკური, რეზინის ნაკეთობათა და საავტომობილო ქარხნების, ასევე, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გაშვებას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.670-671 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |