The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ციციშვილი

ეთერ ციციშვილი
Date of birth:5 January, 1919
Date of death:20 February, 2010  (at 91 years)
Category:Architect, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს.

წლების განმავლობაში (18 წელი) მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში და შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" საწარმოო განყოფილების უფროსად; წლების განმავლობაში მისი ავტორობით ეთერში გადაიცა 60-ზე მეტი ტელეგადაცემა პროფესიონალ და მოყვარულ-თვითნასწავლ მხატვართა და ხალხურ ოსტატთა ნამუშევრების შესახებ რესპუბლიკური გამოფენებიდან, აგრეთვე მათი ცალკეული ტელე-პორტრეტები და ტელე-რეპორტაჟები; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; დამუშავებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო კვლევითი თემა დიზაინის სხვადასხვა სფეროში, 95 ექსპერტიზა ეკონომიკის დარგებში, ქალაქების, კურორტებისა და დასახლებული პუნქტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, მის მიერ გამოცემულ წიგნს მიენიჭა "წლის საუკეთესო წიგნის" (ორტომეულის) სიგელი, დიპლომი და პრემია (1998); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დოცენტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.672; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.318

Member of Organizations

  • "წიგნის მოყვარულთა" პირველადი საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1960-)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი (1987-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)
  • საქართველოს ფსიქოლოგთა გაერთიანება, წევრი (1969-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული მხატვარ-დიზაინერი

Share: