The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მიქაძე

გიორგი მიქაძე
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:2001  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუმბრი, ქუთაისის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წელს მუშაობა დაიწყო რუსთავის ქიმიური კომბინატის (საწარმოო გაერთიანება "აზოტი") კაპროლაქტამის საამქროს ინჟინერ-ქიმიკოსად. 1964-1965 წლებში იყო ნედლი ლაქტამის საამქროს ინჟინერ-ქიმიკოსი, 1966-1968 წლებში - ამავე საამქროს ლაბორატორიის უფროსი, 1969-1972 წლებში - კაპროლაქტამის ქარხნის ექსპერიმენტული ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, 1973-1974 წლებში - ამავე ლაბორატორიის უფროსი, 1975-1979 წლებში ქარხნის ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1980 წელს - ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, 1980-1981 წლებში - ციანმარილების საამქროს უფროსის მოადგილე, 1981 წელს - ციანმარილების საამქროს უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, 1982-1983 წლებში - ქარხნის ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1984-1997 წლებში - ქარხნის ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, 1998 წელს - კაპროლაქტამის ქარხნის ტექნოლოგიური ლაბორატორიის უფროსი, 1999 წლიდან გარდაცვალებამდე - კაპროლაქტამის წარმოების ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების ლაბორატორიის უფროსი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში

გააზიარე: