Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ ფაღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1959 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიური კომბინატის (რუსთავის საწარმოო გაერთიანება "აზოტი") სპილენძ-ამონიუმის საამქროს უფროს მეაპარატედ, 1959-1961 წლებში - ამავე კომბინატის გვარჯილას საამქროს ცვლის უფროსად, 1961-1975 წლებში - ჰიდროქსილამინსულფატისა და ნედლი ლაქტამის საამქროების უფროსად, 1975-1988 წლებში - კაპროლაქტამის წარმოების უფროსის მოადგილედ, 1988-1989 წლებში - საწარმოო გაერთიანება "აზოტის" საგარეო ეკონომიკური კავშირების განყოფილების უფროსად, 1989-2005 წლებში - ამავე გაერთიანების ახალი ტექნიკის, საპატენტო და საგამომგონებლო საქმიანობის განყოფილების უფროსად. 2005 წლიდან პენსიონერია. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.28 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |