The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემნა ყარაულაშვილი

დემნა ყარაულაშვილი
Date of birth:1937  (88 years)
Category:Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1964 წელს.

1962-1973 წლებში მუშაობდა რუსთავის საწარმოო გაერთიანება "აზოტში" მეაპარატედ, ცვლის ოსტატად, კორპუსის უფროსად, საამქროს უფროსად, კაპროლაქტამის ქარხნის მთავარ ინჟინრად, ამავე ქარხნის დირექტორად და საწარმოო გაერთიანების კომერციულ დირექტორად. 1973-1975 წლებში იგი იყო თბილისის საყოფაცხოვრებო ქიმიის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1975-1977 წლებში - ამიერკავკასიის შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 1977-1986 წლებში - "ლაქსაღებავდაფარვის" სპეციალური საპროექტო-საკონტროლო ბიუროს განყოფილების გამგე, 1986-1993 წლებში - სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კახეთის" პრეზიდენტის მოადგილე, 1995-1999 წლებში - ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილე. 1999 წლიდან - პენსიონერი. საქართველოს მრეწველობის დამსახურებული მუშაკი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.28

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: