The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ კოპალეიშვილი

ვასილ კოპალეიშვილი
Date of birth:12 October, 1932
Date of death:30 December, 2019  (at 87 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1955 წელს.

1955-1960 წლებში მუშაობდა ქ. ხარციზსკის (უკრაინა) ფოლადის მავთულებისა და ბაგირების ქარხანაში ოსტატის თანაშემწედ, ოსტატად, ცვლის უფროსად. 1961-1964 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის ასისტენტი, 1964-1967 წლებში - ამავე კათედრის ასპირანტი, 1967-1969 წლებში - კვლავ ასისტენტი, 1970 -1988 წლებში - დოცენტი, 1989-1992 წლებში - მასალების თვისებების ლაბორატორიის გამგე, ამავე ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 1992 წლიდან - მასალებისა და დამუშავების კათედრის (ამჟამად - ჩამოსხმის, შედუღებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების კათედრა) გამგე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.29; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.36; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 169

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში ''ფოლადი - მზა პროდუქცია''

Share: