The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი
Date of birth:27 July, 1938
Date of death:12 May, 2009  (at 70 years)
Category:Engineer, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1960 წელს, ხოლო 1965 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი ტანის ფიზიკის სპეციალობით.

1960-1961 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროში ჯერ მეფოლადის ხელშემწყობად, შემდეგ - საკვლევი ჯგუფის ხელმძღვანელად, 1961-1968 წლებში იყო  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, 1968-1976 წლებში - ამავე ინსტიტუტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი. 1976-1980 წლებში მიავლინეს ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სასწავლო ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად. 1981 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.30; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.340

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში ''ფოლადი - მზა პროდუქცია''

Share: