The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ლომაშვილი

ანზორ ლომაშვილი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 2019  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი შავი ლითონების სპეციალობით 1956 წელს.

1957-1962 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ფოლადის ჩამომსხმელად, ოსტატის თანაშემწედ, თბოტექნიკოსად, ფოლადის ჩამოსხმის ოსტატად, 1962-1989 წლებში - ამავე ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის ლითონმცოდნეობისა და ფოლადსადნობი ლაბორატორიების უფროსად, 1986 წლიდან - ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ - მთავარ სპეციალისტად. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.31; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.412

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში ''ფოლადი - მზა პროდუქცია''

გააზიარე: