The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ციხელაშვილი

ზაურ ციხელაშვილი
Date of birth:23 October, 1945  (79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დმანისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით 1970 წელს.

1970-1971წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საშენი მასალების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1971-1981წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და კომუნალური წყალმომარაგებისა და წყალარინების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორისს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 1981-1995წწ. არჩეულ იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი) წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის დოცენტად; პედაგოგიურ საქმიანობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ქალაქების - თბილისის, ბათუმის, გორის, ცხინვალისა და სხვა მსხვილი ქალაქების წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-ინტენსიფიკაციის საკითხებში; 1981-1982წწ. სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა უნგრეთში, ბუდაპეშტის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაამუშავა წყალმომარაგების პროცესის მოდელირებისა და პროგნოზირების პირობები ქ. პეჩის სადისპეტჩერო სამსახურის ოპერატიულ მართვაში გამოსაყენებლად; 1999 წელს მისი ხელმძღვანელობით ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა "ჰიდროსაინჟინრო დარგების განვითარების ლოჯისტიკური სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი"; მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1995 წლიდან არჩეულ იქნა იმავე კათედრის პროფესორად. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.673

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • ჰიდრავლიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: