The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რიურიკ ჩხეიძე

რიურიკ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1974  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1930-1936წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მთავარი როლები შეასრულა ნიკოლზ შენგელიას ფილმებში: "ნარინჯის ველი"(1937, გიორგი), და "სამშობლო"(1939, ნოდარი). 1941 წელს გაიწვიეს ჯარში, დემობილიზაციის შემდეგ დაუბრუნდა კინოს და "თბილისის კინოსტუდიის" მთავარ ინჟინრად დაინიშნა. 1955 წელს მიავლინეს ბერლინში "სოვექსპორტფილმში" სამუშაოდ. ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა "ქართულ ფილმში" ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ინჟინრად. პარალელურად მონაწილეობდა კინოგადაღებებში. ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: "მამულუქი" (დ. რონდელი, 1958), "მყუდრო სავანე" (კ. ღლონტი, 1971), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), "ანარეკლი" (ო. აბესაძე, 1974).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 201; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი geocinema.ge


გააზიარე: