| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეზო ჩხიკვიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1978 წელს. მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. შეასრულა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული პოეტის - მირზა გელოვანის როლი ფილმში: "მე დავბრუნდები" (მ. თავაძე, 1982). მონაწილეობს ფილმებში: "ანდერძი" (ნ. დვალიშვილი, 1982), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983, გაიოზ რექტორი), "ქართველები ცაში" (ო. გვასალია, 1984, როსტომი), "ქალაქის მიღმა" (მ. ხონელიძე, 1985, გიორგი), "გიგა, ანგელოზი და სხვები" (ირინა კვირიკაძე, 1989), "ხსოვნა" (გ. ვეფხვაძე, 1989, გოგი ჩხეიძე), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991, კოკი), "კედელი" (ზ. ბუაძე, 1991, ექიმი), "ექვთიმე ღვთისკაცი" (ნიკოლოზ ხომასურიძე, 2017, ექვთიმე თაყაიშვილი). 1994 წლიდან მოღვაწეობს ქ. ესენის (გერმანია) დრამატულ თეატრში, მონაწილეობს კინოგადაღებებში. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 201; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საინფორმაციო-პოლიტიკურ, საზოგადოებრივ-შემეცნებითი პორტალი: qartuliazri.reportiori.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

