Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ცობეხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბარღები, გალის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1953 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში; გაიარა სამშენებლო წარმოების ყველა სამსახურებრივი საფეხური: იყო სამუშაოთა მწარმოებელი, კაპმშენებლობის განყოფილების ინჟინერი, ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას; 1962-1963წწ. მუშაობდა საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსად; 1963-1974წწ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1974-1978წწ. იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; 1978-1986წწ. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; აფხაზეთის პროფსაბჭოს თავმჯდომარე; ხელმძღვანელობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის მატერიალურ-სამშენებლო ბაზის შექმნას, სამრეწველო ობიექტების, ლაბორატორიებისა და საცხოვრებელი სახლების, ასევე, სოხუმის სტადიონის, მთავრობის სახლის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ დაგეგმარებასა და განვითარებაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების შესახებ" საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების რეალიზაციის საქმეში. იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.674 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |