The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ქაშაკაშვილი

ირაკლი ქაშაკაშვილი
Date of birth:1952  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1974 წელს.

1974-1979 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროში მეფოლადის ხელშემწყობად, სააირე მეურნეობის ოსტატად, საღუმელე მილის ოსტატად, 1979-1984 წლებში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა თვისებების ლაბორატორიის უფროს ინჟინრად, წამყვან ინჟინრად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ თანამშრომლად, და უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1984-1988 წლებში იგი იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის ასისტენტი, ხოლო 1991-1999 წლებში - ჩამოსხმის, შედუღებისა და ახალი ტექნიკური პროცესების კათედრის ასისტენტი, 1999 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი. არის 74 მეცნიერული ნაშრომის ავტორი. მათ შორის: 2 აღმოჩენა; 33 სტატია; 27 გამოგონება. პროფესორი, ინჟინერ-მეტალურგი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.32; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: gtu.edu.ge

Awards and Honors

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში ''ფოლადი - მზა პროდუქცია''

Share: