შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიტა კიზირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთოინჟინრის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1953 წლებში მუშაობდა დონეცკის ერთ-ერთ შახტში მთავარ ინჟინრად. 1954 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ჯერ ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" N5 შახტში უბნის უფროსად, შემდეგ იყო ამავე ტრესტის N1, N2, N6 შახტების მთავარი ინჟინერი. 1962-1976 წლებში მუშაობდა ტყვარჩელის ნ. ლაკობას სახელობის შახტსამმართველოს დირექტორად, 1978-1981 წლებში - გაერთიანება "საქნახშირის" ტექნიკურ დირექტორად, 1989-1993 წლებში - საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქნახშირის" გენერალურ დირექტორად. მიღებული აქვს "მეშახტის დიდების" I, II, III ხარისხის მედლები (1985-1987). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.36 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |