The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზბარ ცისკარიშვილი

ელიზბარ ცისკარიშვილი
Date of birth:1915
Date of death:1998  (at 83 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. განჯა (აზერბაიჯანი).

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1938 წელს.

1938-1940წწ. - აბასთუმნის საკურორტო სამმართველოს ინჟინერი; 1940-1944წწ. - კასპის ცემენტის ქარხანაში კარიერის ტექნიკური ხელმძღვანელი; 1944 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გვირაბების გაყვანისა და გამაგრების კათედრის ასისტენტი; 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1954 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1962 წლიდან, შეთავსებით, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-საკვლევი განყოფილების უფროსი; 1974-1989წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე; 1970-1982წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების პუბლიკაციის სექტორის გამგე. მან სამთო სპეციალობის სტუდენტებისათვის შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები; 5 საავტორო მოწმობისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი; რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში იგი სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქვეყნის საზოგადოებირივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.38; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.161-162; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.279

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    სახელმძღვანელოს შექმნისათვის "შახტა-ლაბორატორია: უმაღლესი სკოლის სასწავლო-საწარმოო ბაზის ახალი ფორმა"

Bibliography


Share: