The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ცოტაძე

თამაზ ცოტაძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბდების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1963-1966წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში ინჟინრად; მუშაობდა სამშენებლო-საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში "ენგურჰესის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, მიწისქვეშა ნაგებობათა სამუშაოების უფროს სამთო ოსტატად; 1966-1971წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახმშენებელ კომბინატში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მსხვილპანელიანი ბინათმშენებლობის ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან იყო სამშენებლო-საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი და უფროსის მოადგილე; ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სს "ენერგომშენკონსტრუქციის" მთავარი ინჟინერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.675

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: