The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ცინცქილაძე

ზურაბ ცინცქილაძე
Date of birth:6 June, 1952  (71 years)
Category:Actor/Actress, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1973 წელს.

1975-1988წწ. ახალგაზრდული თეატრი-სტუდიის მსახიობი; 1992 წელს დააფუძნა კინოსტუდია "აჭარა", იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1977-2003წწ. მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი; 1989 წლიდან კინოსტუდია ქართული ფილმის მსახიობი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით1996-2003წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი. ეროვნულო გმირის სახე შექმნა ფილმში "მევლუდი" (ნ. სანიშვილი, 1985). მონაწილეობს ფილმებში: "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976), "სინქრონიზაცია" (გ. მატარაძე, 1977), "სახლი ლესნაიაზე" (ნ. სანიშვილი, 1980), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "იქ ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1997), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (ე. ბადურაშვილი, 2003), "სვანი" (ს. ჯაჭვლიანი, 2007). მონაწილეობს ტელესერიალებში "გოგონა გარეუბნიდან" და სხვ.. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "მემედ ბატონო" და "ბათუმის ომი" (ზ. ბუაძესთან ერთად, 1994).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 205; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.381

Member of Organizations

  • თურქეთთთან მეგობრობის ასოციაცია, დამფუძნებელი (2006-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა აჭარის განყოფილება, თავმჯდომარე (1996-2003)
  • ხელოვანთა ლიგა, დამფუძნებელი (2000-)

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

Share: