შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ცუცქირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1934 წელს. 1934 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის სამშენებლო ორგანიზაციებში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა 11-სართულიანი 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში (გმირთა მოედანზე); შემდეგ გადაიყვანეს შახტების მშენებლობაზე ახალციხეში და ტყიბულში; II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს, მას, როგორც გამოცდილ და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტს, ნიშნავენ ომით დანგრეული შახტების აღდგენითი სამუშაოების სამშენებლო ტრესტის მმართველად დონბასში; 1950 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; 1954 წელს მას კვლავ აბრუნებენ დონბასში, დანგრეული შახტების აღდგენითი სამუშაოებისა და ახალი შახტების მშენებლობის სამუშაოების ხელმძღვანელად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.675
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |