| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ცუცქირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1934 წელს. 1934 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის სამშენებლო ორგანიზაციებში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა 11-სართულიანი 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში (გმირთა მოედანზე); შემდეგ გადაიყვანეს შახტების მშენებლობაზე ახალციხეში და ტყიბულში; II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს, მას, როგორც გამოცდილ და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტს, ნიშნავენ ომით დანგრეული შახტების აღდგენითი სამუშაოების სამშენებლო ტრესტის მმართველად დონბასში; 1950 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; 1954 წელს მას კვლავ აბრუნებენ დონბასში, დანგრეული შახტების აღდგენითი სამუშაოებისა და ახალი შახტების მშენებლობის სამუშაოების ხელმძღვანელად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.675
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

