შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ცუხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. მუშაობდა თბილისის რიგ მშენებლობებზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო-სამშენებლო სამმართველოს; მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის აღდგენაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული ცენტრის (მოსკოვში), უროლოგიისა და გინეკოლოგიის, სატყეო მეურნეობის, ელექტროქიმიის ინსტიტუტების კორპუსების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, ალავერდისა და წრომის ტაძრების, წმ. ნინოს ბოდბის ეკლესიის, კახის წმ. გიორგის, ალიბეგლოს წმ. ნინოს და მეშაბაშის წმ. გიორგის ეკლესიების (აზერბაიჯანში), რიგი ისტორიული ძეგლების, ბუხულა მარგიანისა და გემეზა ბარლიანის კოშკების (სვანეთში) აღდგენას; არის სპორტის ოსტატი რაგბში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.676 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |