| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ცუხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. მუშაობდა თბილისის რიგ მშენებლობებზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო-სამშენებლო სამმართველოს; მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის აღდგენაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული ცენტრის (მოსკოვში), უროლოგიისა და გინეკოლოგიის, სატყეო მეურნეობის, ელექტროქიმიის ინსტიტუტების კორპუსების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, ალავერდისა და წრომის ტაძრების, წმ. ნინოს ბოდბის ეკლესიის, კახის წმ. გიორგის, ალიბეგლოს წმ. ნინოს და მეშაბაშის წმ. გიორგის ეკლესიების (აზერბაიჯანში), რიგი ისტორიული ძეგლების, ბუხულა მარგიანისა და გემეზა ბარლიანის კოშკების (სვანეთში) აღდგენას; არის სპორტის ოსტატი რაგბში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.676 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

