შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1951 წწ. მუშაობდა თბილისის ბავშვთა N1 საავადმყოფოს შტატგარეშე ორდინატორად; 1951-1954 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის კლინიკურ ორდინატორად; 1954-1957 წწ. იგი იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი, 1958-1966 წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, ხოლო 1967 წელს - დოცენტი; 1960-1968 წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს-სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილებისა და ქ. თბილისის N1 ბავშვთა პოლიკლინიკის კონსულტანტი, 1969 წლიდან - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს N2 პოლიკლინიკისა, ხოლო 1979 წლიდან - ქ. თბილისის N2 სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილების კონსულტანტი; სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის ბავშვთა განყოფილების კონსულტანტი; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე; პროფესორი გ. ნიჟარაძე თითქმის 40 წელი იდგა ჯანმრთელობის დაცის სადარაჯოზე, აქედან 35 წელზე მეტი სამედიცინო და პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; პროფესორი გ. ნიჟარაძე ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომის, 13 მონოგრაფიის, მათ შორის: "ახალშობილ ბავშვთა ფილტვის ანთება" (1966), "ახალშობილ ბავშვთა ზოგიერთი დაავადებები" (1978); მისი ხელმძღვანელობით პრაქტიკულ პედიატრიაში დანერგილია მრავალი რაციონალური წინადადება, მეთოდური რეკომენდაცია და გამოგონება ახალშობილის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია; მისი ათეულობით მოწაფე დღეს წარმატებით საქმიანობს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის პრაქტიკულ, ორგანიზაციულ, სამეცნიერო, აკადემიურ და სხვ. სფეროებში; აქტიურად მონაწილეობდა პედიატრთა საკავშირო და რესპუბლიკური ყრილობების, სიმპოზიუმების და კონფერენციების მუშაობაში; იყო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი. 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისში ერთერთ ქუჩას მიენიჭა პროფესორ გურამ ნიჟარაძის სახელი; 2017 წელს საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ დაარსდა პროფესორ გ. ნიჟარაძის სახელობის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "ნეონატოლოგია"; 2018 წელს საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის VII საერთაშორისო კონგრესი "უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში", მიეძღვნა პროფესორ გურამ ნიჟარაძის 90 წლის იუბილეს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ბაქტერიული დიზენტერიის ტოქსიკური ფორმების კლინიკისა და ამ დროს ცენტრალური ნერვული სისტემის პათოარქიტექტონიკის შესწავლისათვის ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილტვის ანთების უხშირესი ფორმების კლინიკურ - მორფოლოგიური დახასიათება ახალშობილ ბავშვებში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.40 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |