The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ აბაშიძე

ვახტანგ აბაშიძე
დაბადების თარიღი:1928  (91 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ისლარი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის სპეციალობით 1951 წელს.

1952 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ექსტერნად) გეოფიზიკის სპეციალობით. 1952-1954 წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი, 1954-1958 წლებში - ამავე კათედრის ასისტენტი, 1958-1965 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1965-1969 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1969-2005 წლებში კი - ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტატი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის ''გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია''

გააზიარე: