The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო ცქიტიშვილი

Date of birth:1904
Date of death:1981  (at 77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსეთში, ირტიშის სამდინარო ხიდის მშენებლობაზე; ასევე მუშაობდა ვოლგის, უფისა და კლიაზმის სამდინარო ხიდების მშენებლობებზე; 1939-1973წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ხიდების მშენებლობის ახალშექმნილ სამმართველოს; ახორციელებდა ხიდებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; მისი ხელმძრვანელობით აშენდა "გორი-სტალინირისა" (ამჟამად ცხინვალის) და "ბორჯომი-ვალეს" რკინიგზები, "ჩითახევჰესის" ორი კაშხალი, გარდაბნის სარწყავი სისტემა, წყალგამყოფი "ხრამი-რუსთავი", 100 დიდი და საშუალო სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი მდინარეებზე (მტკვარი, ენგური, ალაზანი, ხობი, ფოცხოვი, ყვირილა, ჩხერიმელა, ძირულა), ხიდი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე (სსრკ-ირანის ერთობლივი მონაწილეობით).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.676-677

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო რკინიგზელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: