The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ცქიტიშვილი

ოთარ ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2007  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შორაპანი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1973წწ. მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენის" N454 ხიდმშენი მატარებელის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; "ჭიათურა-შორაპნის" სარკინიგზო მონაკვეთის ხიდების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1973-1989წწ. იყო N39 ხიდმშენი რაზმის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1989-1996წწ. სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N12 ხიდების სამშენებლო ტრესტ "ხიდმშენის" მექანიზებულ სამუშაოთა სამმართველოს უფროსი; 1966 წლიდან სს "ხიდმშენის" N2 ფილიალის დირექტორია; მონაწილეობდა აჯამეთის, "ჭიათურა-შორაპნის" სარკინიგზო ხაზის ხიდებისა და სხვა ხიდების მშენებლობაში (ზესტაფონის რაიონში); ხელმძღვანელობდა ნ. ბარათაშვილისა და გ. მინდელის სახელობის ხიდების (მდ. მტკვარზე), სარკინიგზო (სოღანლუღში) და ვახუშტი ბაგრატიონის (მდ. მტკვარზე), საქალაქო გზაგამტარების: თბილისში შავი ზღვის ქუჩაზე, აეროპორტის ჩქაროსნულ ტრასაზე, მუხათგვერდისა და გლდანის, ხაშურისა და ფონიჭალის სარკინიგზო გზაგამტარების, "ზაჰესთან" და ორთაჭალის გვირაბთან გამომავალი ესტაკადების, "წითელი ხიდის" (მდინარე ხრამზე), სარკინიგზო ხიდების (მდინარეებზე - ძირულასა და ნატანებზე), ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდის (მდ. რიონზე) მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.677; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.262; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 296-297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    მდინარე ხრამზე სახიდე გადასასვლელის - "წითელი ხიდის" მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: